დღეს ჯვართამაღლებაა - რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მრევლმა
1790453701
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, შესაბამისის განკარულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.
რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.
პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.
