რუმინეთის ცესკომ ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ არჩევნებზე არ დაარეგისტრირა

ნკ

რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ 4 მაისს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე რეგისტრაციის გატარებაზე უარი განუცხადა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

„კელინ ჯორჯესკუს კანდიდატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უარყოფილი იქნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯორჯესკუს კანდიდატურის რეგისტრაციის წინააღმდეგ ცესკოს 10 წევრი იყო, ხოლო ოთხი წევრი - მომხრე.

მედიის ცნობით, ცესკოს აქვს 24 საათი, რათა გადაწყვეტილება გასაჩივრდეს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს, თავის მხრივ, გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი აქვს.

ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება კელინ ჯორჯესკუმ მოიპოვა, თუმცა დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული ჩარევის მიზეზით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. 26 თებერვალს ჯორჯესკუს ბრალი 6 მუხლით წაუყენეს, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე. მას 2 თვით ქვეყნის დატოვება აეკრძალა.