გადაადგილება დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1773650642
ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, რუმინეთს სურს, საქართველომ ევროპულ გზაზე ყოფნა გააგრძელოს.
„ჩვენ ვართ მეზობლები შავი ზღვით და ამ გაგებით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენ გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შავი ზღვა ასე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურისა და წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ცოიუმ.