როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ საშუალებას იყენებ, რაც შესაძლებელია ლეტალური გახდეს და ამას მშვიდობიან აქციად აფასებ, წარმოუდგენელია - მათიკაშვილი

 დავით მათიკაშვილი

ძალადობა ძალადობას შობს, რაც სამწუხარო ფაქტია და სასიხარულო არაფერია, ძალადობაში ის იგებს, ვინც მასში არ მონაწილეობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი, პროტესტის გამოხატვის ფორმა ძალადობრივია, მას პასუხი გაეცემა.

„როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ საშუალებას იყენებ, რაც შესაძლებელია ლეტალური გახდეს და გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ამას მშვიდობიან აქციად აფასებ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება, ეს წარმოუდგენელია. აქციის მონაწილეს ფეირვერკის ნაცვლად ზარბაზანი რომ მისცეს, არ დაფიქრდება, ისე ისვრის და იტყვის, პროტესტს ასე გამოვხატავ, რა პრობლემა არისო. როგორც კი, პროტესტის გამოხატვის ფორმა ძალადობრივია, მას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.