„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
მილიონ 200 ათასი ადამიანი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ეს არის საკმაოდ დიდი ძალა და არგუმენტი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შესაბამისი დასკვნები გააკეთონ, მაგრამ არც იმდენად დიდია, რომ გლობალური დაპირისპირების პირობებში პოზიცია მყისიერად შეცვალონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, იმედი აქვს, ურთიერთობები იმ სცენარით გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს პატარა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას, როგორც კი პროცესები სამშვიდობო თანამშრომლობას დაუკავშირდება.
„მსოფლიო პოლიტიკას ვინც იცნობს და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, მიხვდება, რომ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, არჩევნებში საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვის დაუჭირა მხარი. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები ლეგიტიმური არ არის და პარტნიორებიც ითვალისწინებენ არა მათ განცხადებებს, არამედ იმ ინტერესებს, რაც იმ დიდ ჯახს უკავშირდება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო მიმდინარეობს. რასაკვირველია, არ შეიძლება, არჩევნებს მყისიერი შედეგი მოჰყვეს, ეს პროცესია. დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები იმ სცენარით გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს პატარა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას მყისიერად, როგორც კი პროცესები სამშვიდობო თანამშრომლობას დაუკავშირდება.
როცა ომია, ყველა თავის ინტერესებს ითვალისწინებს და, რასაკვირველია, საქართველოში ნიკორწმინდა იქნება თუ დაინგრევა, ეს ბევრისთვის გარკვეულ ინტერესს არ წარმოადგენს. მილიონ 200 ათასი ადამიანი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საკმაოდ დიდი ძალა და არგუმენტია იმისთვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შესაბამისი დასკვნები გააკეთონ, მაგრამ არც იმდენად დიდია, რომ გლობალური დაპირისპირების პირობებში პოზიცია მყისიერად შეცვალონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.