ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. პროცესი, რომელიც დახურული იყო, დაახლოებით, საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ გამოკითხვის დროს ისაუბრა საჯარო სივრცეში გავრცელებულ ფაქტებზე.
"მე დამკვირვებელი არ ვყოფილვარ, ამიტომ მე ვუთითებდი იმ მისამართებსა და ვებ-გვერდებს, სადაც დევს ეს მასალები და, სადაც შეიძლება ნახო. როცა მეკითხებიან, რაღაც იცი თუ არა, კონკრეტული ადამიანი, რომელმაც მარკირება მოიცილა, მე არ მინახავს, მაგრამ ვიდეო დევს ინტერნეტში, სადაც შეგიძლია ნახო, როგორ იწმენდს ადამიანი მარკირებას თითიდან. თუ მეკითხები, ერთი ადამიანი დადიოდა თუ არა სხვადასხვა უბანზე და აძლევდა ხმას, მე არ შემხვედრია ეგეთი, მე მხოლოდ ჩემს უბანზე მივეცი ხმა, მაგრამ ვიდეო დევს, სადაც ჩანს ასეთი ადამიანი, სხვისი პირადობით. არსებობს ვიდეო, სადაც ქალის პირადობით არის და ა.შ. ზღვა მასალაა," - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
პროკურორის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძემ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ინფორმაციის წარდგენა.