ცნობილია, ვინ არის ნოდიკო ტატიშვილის რჩეული
1762546267
„რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე?“- ასე პასუხობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი მსახიობია.
„მოვისმინე ღარიბაშვილის განცხადება და მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ადამიანმა დაიწყო საუბარი იმით, რომ ის არის დიდი მსახიობი თურმე. რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე? გეგულებათ ეგეთი მსახიობი მსოფლიოში? რომ ჰქონდეს თვეები სიცხე? ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს? ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია.
ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო? სისხლის ღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად, ვის უნახავს მისი სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ვიყავით მოწმე ამისი, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია“, - აცხადებს გიული ალასანია.
ცნობილია, ვინ არის ნოდიკო ტატიშვილის რჩეული
1762546267
ქუთაისის გასასვლელთან მძიმე ავარია მოხდა
1762544277