რომან კაკულია უკრაინაში ტრამპის კომპანიების შესვლაზე: ეს ევროპულ შეიარაღებულ დახმარებაზე უფრო მეტი გარანტია შეიძლება იყოს

რომან კაკულია

უკრაინა ეძებს გარანტიებს და სამწუხაროდ ეს გარანტიები თითქმის არ არსებობს. ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ამერიკული კომპანიების იქ შესვლა პატარა გარანტია არ იყო. ჩემი აზრით, ეს ევროპულ შეიარაღებულ დახმარებაზე უფრო მეტი გარანტია შეიძლება იყოს, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, თუკი ტრამპი უკრაინაში თავისი კომპანიებით შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ მიატოვებს მას და აშშ იქნება მყარი დაცვის გარანტი.

„ეს არ არის ის ხალხი [ტრამპის ადმინისტრაცია], რომლებიც იქ საკუთარ კომპანიებს შეუშვებენ და მერე მართლა სათანადო დაცვას მოაკლებენ იმ შემთხვევაში, თუ საქმე სხვანაირად წარიმართება. როცა სხვა არჩევანი არ გაქვს, ეს არ იყო ცუდი კარტი უკრაინისთვის“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

რომან კაკულიამ აქვე დასძინა, რომ დღეს ყველაზე სუსტ პოზიციაში, რომ არ ეკადრება ისეთში, არის ევროპა.