1734793091
როგორც ნახეთ, ოპოზიცია ემალება ამ საკითხს. ისინი გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, იმისთვის რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით კენჭისყრაში საკუთარი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ - შალვა პაპუაშვილი
როგორც ნახეთ, ოპოზიცია ემალება ამ საკითხს, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმასთან დაკავშირებით გააუქმებს თუ არა ოპოზიცია გამარჯვების შემთხვევაში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს.
„ისინი გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, იმისთვის რომ კენჭისყრაში საკუთარი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ მხარს დაუჭერდნენ ამ კანონს, გააბრაზებდნენ თავიანთ გარე მფარველებს და იმ შემთხვევაში თუ მხარს არ დაუჭერდნენ ამ კნაონს, წავიდოდნენ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რომელმაც მიმდინარე წლის 17 მაისს სახალხო რეფერენდუმით, იმით რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.