როგორც მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაძლიერება, გამყარება და განმტკიცება კონსტიტუციაში არის ეროვნული ამოცანა - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

თანამედროვე მსოფლიოში არსებობს უდიდესი გამოწვევები, რასაც ყველაზე ეფექტიანად უპირისპირდება ეროვნული იდენტობა, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ქართულ ეროვნულ იდენტობაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და საყრდენი გახლავთ მართლმადიდებლური ქრისტიანობა და ქართული ეკლესია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„როგორც მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაძლიერება, გამყარება და განმტკიცება კონსტიტუციაში ეს არის ეროვნული ამოცანა და გვეკითხებიან - არჩევნებს უკავშირდება?! - დიახ, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება არჩევნებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოების მაღალი ლეგიტიმაცია, რათა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.