როგორც კი მშვიდობა დამყარდება, ეს ჩვენთვისაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება - ლადო ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

"როგორც კი დამყარდება მშვიდობა, ეს ჩვენთვისაც იქნება ძალიან დიდი შეღავათი იმიტომ, რომ თუ რამე პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას, აქვს ბოლო სამი წელია და აქვს, სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის გამო", - ასე ეხმაურება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას.

მისი თქმით, რეალური პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ სურათს მთელ მსოფლიოში.

"ეს არის რეალური პოლიტიკის გატარება, დაბრუნება რეალიზმში და არა იმ აღქმაში, რომელშიც ცდილობდნენ, რომ ეცხოვრათ, არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის გამო.

ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია რეალობაზე და პატრიოტიზმზე კი არა, აღქმებზე საუბრობდა, ამიტომ რეალური პოლიტიკის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ სურათს მთელს მსოფლიოში.

როგორც კი დამყარდება მშვიდობა, ჩვენთვისაც ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი იმიტომ, რომ თუ რამე პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას, აქვს ბოლო სამი წელია და აქვს, სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის გამო", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.