როგორც კი „დიფ სთეითი" დამარცხდება, ამ ყველაფერს საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე დავინახავთ - კახა კალაძე

 კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს გადგმული, ჯერ დამარცხებული არ არის.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, შედეგებს მოსახლეობა საკუთარ თავზე დაინახავს.

"პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რომელიც გაცხადებული აქვს, ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს. ჯერ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ვთქვათ, რომ "დიფ სთეითი" დამარცხებულია. "დიფ სთეითი" არის მიმართულება, რომელსაც ძალიან ღრმა ფესვები აქვს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მათი სურვილი იყო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლებები ყოფილიყო მათი კონტროლის ქვეშ. მეთოდები ერთი იყო, თუ როგორ უნდა ემართათ ხელისუფლებები იმ ორგანიზაციების ჩართულობით, რომელზეც საუბრობთ. ყველაფერი ცხადი და ნათელია - "დიფ სთეითი" ჯერ დამარცხებული არ არის, ეს პროცესი მიმდინარეობს. ამ ბრძოლაში, წარმატებები გვინდა, ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს. როგორც კი ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, ამ ყველაფერს ჩვენ საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე დავინახავთ", - განაცხადა კახა კალაძემ.