28 წლის გოგო, რომელმაც ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა
1731680284
როგორც ჩანს შვედეთის საელჩოს არ ესმის თუ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება. ტყუილი გამოხატვის თავისუფლება არ არის, - განაცხადა პარლამენტის თვამჯდომარემ, რითაც გამეოხმაურა შვედეთის საელჩოს მიერ „იმედისთვის“ გაგზავნილ წერილს.
მისი თქმით, როდესაც შვედეთის მოქალაქეების ფულის გამოყენებით ორგანიზაციები ძირს უთხრიან დემოკრატიას სხვა ქვეყანაში, შვედეთის პასუხისმგებლობაა რომ ამაზე რეაგირება ჰქონდეთ.
„ანტიევროპული ქცევაა, როდესაც სხვა ქვეყანაში აფინანსებ ორგანიზაციას და ეგუები, რომ ეს ორგანიზაცია დეზინფორმაციას ავრცელებს. დეზინფორმაცია 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი იარაღია ქვეყნების დესტაბილიზაციის. ვხედავთ რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიზანმიმართულად, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს პარლამენტის სხდომისთვის საჭიროა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, თითქოს ოპოზიციას შეუძლია პარლამენტის შეკრება დაბლოკოს. მე მოვუწოდე „გამჭვირვალობას“, რომ განმარტებები გაკეთებინათ და ისინი დუმან, ამიტომ ისინი განზრახ ავრცელებენ დეზინფორმაციას კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ იმისთვის რომ საზოგადოება დააბნიონ. როდესაც ამას ხედავს დონორი და კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლება - 1. ეს არის ტყუილი, ვინაიდან დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, ამიტომ როგორც ჩანს შვედეთი საელჩოს არ ესმის თუ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება. ტყუილი გამოხატვის თავისუფლება არ არის. 2. როდესაც ხედავს, რომ შვედეთის მოქალაქეების ფულის გამოყენებით ორგანიზაციები ძირს უთხრიან დემოკრატიას სხვა ქვეყანაში, მათი პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე რეაგირება ჰქონდეთ. თუმცა ეს გასაკვირი არ არის იმ ფონზე, როდესაც შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო სამართლის დარღვევით პარლამენტის წინ მიტინგებს გვიტარებდა და ხალხს მოუწოდებდა მაიდანისკენ. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ საელჩო აცდენილია ადეკვატურ პასუხებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით რასაც წარმოქმნის ის ფული, რომელიც შვედური ბიუჯეტიდან იხარჯება საქართველოში. ასეთი ზოგადი წინადადებით პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, ვინაიდან, როდესაც სხვა ქვეყანაში შენი ქვეყნის ფული აზიანებს სხვა საზოგადოების ინტერესებს, ეს ანტიევროპული ქცევაა“, - აცხადებს პაპუაშვილი.
„ქრონიკა“ დაინტერესდა იღებს თუ არა შვედეთის საელჩო პასუხისმგებლობას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. ცნობილია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი დონორია. შვედეთის საელჩოში აცხადებენ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.