„როგორც ჩანს, გარე ძალებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულად გაყონ მოთამაშეები, ეს კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომ შედარებით ამათთან დაკავშირებულები რომ არ არიან, „ლელოზე“ და გახარიაზე მაქვს განსაკუთრებული აქცენტი“ - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

„ახლა იკვეთება სურათი, როდესაც როგორც ჩანს, გარე ძალებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულად გაყონ ეს მოთამაშეები, ეს კრებსითი "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ახლა იკვეთება სურათი, როდესაც, როგორც ჩანს, გარე ძალებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულად გაყონ ეს მოთამაშეები, ეს კრებსითი "ნაციონალური მოძრაობა", ვითომ შედარებით ამათთან დაკავშირებულები რომ არ არიან, ანუ ამ შემთხვევაში "ლელოზე" და გახარიაზე მაქვს განსაკუთრებული აქცენტი. თუმცა, როგორ არ არიან დაკავშირებული, კომისიის მუშაობამაც ცალსახად აჩვენა, როგორ არის განსაკუთრებით „ლელოს" ლიდერები დაკავშირებული ამ პროცესებთან. ამ შემთხვევაში, "ნაცმოძრაობასთან" კავშირებზე ვამბობ. როდესაც პრემიერობიდან გადადგა, ვიცით მაშინ გააკეთა განცხადება, რომ ნიკა მელიას არ დაჭერის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება და შემდგომში საკრებულოს არჩევნებზე რაც გააკეთა და როგორ შეეკრნენ სხვებს, გასაგებია.

აქ იკვეთება ასეთი მცდელობა, როგორც ჩანს, ის ადამიანები, რომლებიც ვერანაირად ვერ ასაბუთებენ, რომ ისინი ახალი ძალა არიან და გამიჯნული არიან თუნდაც მიხეილ სააკაშვილისგან, ეს ადამიანები ბოლომდე რადიკალიზაციის გზას დაადგენენ, [ლელო და გახარიას პარტია] გაემიჯნონ ამ პროცესს და ამით გარკვეულწილად ურჩობა გამოავლინონ და საზოგადოება გარკვეულწილად მოატყუონ, რომ ვითომ ეს ორი ძალა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით "ლელო" და გახარია, თითქოს ნაკლებად არიან ამ ყველაფერთან დაკავშირებული და არაფერ შუაში არ არიან, ამ კუთხით მიდის ეს პროცესი... არის მორიგი სცენარი იმ კონტექსტში, რომ საზოგადოებაში იქნებ შეძლონ და რაღაც გარდამტეხი მომენტი შეიტანონ, თუმცა ამის არანაირი რესურსი არ აქვთ", - აცხადებს გივი მიქანაძე.