როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეერთებოდა, მაშინვე გარკვეული სახის შავი სია შეიქმნა საქართველოს მთავრობისთვის - ახლა ქართულ ენჯეოებს აძლევენ ფულს ხელისუფლების შესაცვლელად - ტიერი მარიანი

ტიერი მარიანი

მორიგი, კიდევ ერთი სკანდალია სიაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპული პოლიტიკის ინსტრუმენტია, როცა სჭირდებათ მათი გამოყენება ხდება საკითხების დაძვრისთვის, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირის სახსრები, რომლებიც „კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ“ მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს.

ევროდეპუტატი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და ზოგიერთი ენჯეოს ყიდვის მაგალითებზე საუბრობს.

„საერთოდ არ ვარ გაკვირვებულია ამ ამბით, არაფერი აღარ მაკვირვებს, მაგრამ აღიარება კარგია. ძალიან ბევრი ინფორმაციაა, რომ კომისიიდან არასამთავრობო ორგანიზაციები თანხას იღებენ, მაგრამ არ ვიცით რისთვის. პარლამენტის მხრიდან ამ თანხაზე კონტროლი დაბალ დონეზეა. დარწმუნებული, ვარ რომ კიდევ გავიგებთ ახალი სკანდალის თაობაზე. 2 წლის წინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეერთებოდა, მაშინვე გარკვეული სახის შავი სია შეიქმნა საქართველოს მთავრობისთვის და ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას. ახლა გვესმის განცხადებები, რომ კომისიიდან ხელისუფლებისთვის განკუთვნილ თანხას მთავრობის ნაცვლად არასამთავრობო სექტორი მიიღებს. ჩემთვის ეს აშკარად ჩარევაა. ეს ნიშნავს ჩემთვის დემოკრატიული გზით გაკეთებული არჩევანის შეცვლის მცდელობას და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ყიდვას. არც ეს მიკვირს, თვალები უნდა გავახილოთ, რადგან ესეც აქაური მოქმედების, ქცევის მაგალითია. ლობიზმი და არასამთავრობო სექტორი ევროკავშირში ძალიან გავლენიანია, ძალიან სპეციფიკური სისტემაა. 25 წელი საფრანგეთის პარლამენტში ვიყავი და ვიცი რა მექანიზმები გვქონდა ამ სისტემის გასაკონტროლებლად. მაგალითად ახლა ქართულ ენჯეოებს აძლევენ ფულს ხელისუფლების შესაცვლელად. ბოდიში და ამისთვის ვიხდი მე, ან სხვა აქ გადასახადებს? სამწუხაროდ ეს კომისია ასე მუშაობდა და ამიტომ არ მიკვირს“, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.