როდესაც „რა დროს ნაძვის ხეა“ კითხვა ისმის, პასუხია - დიახ, ნახვის ხეა! შენ ნუ მიხვალ, მაგრამ საკუთარი შვილისა და შვილიშვილისთვის ბავშვობის მოწამვლას თაობები ვერ გვაპატიებენ - დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში, რუსთაველზე დადგმული ნაძვის ხის ირგვლივ აგორებულ სპეკულაციებს უპასუხებს. ექსპერტის თქმით, კითხვა - „რა დროს ნაძვის ხეა“ უდროო და არარელევანტურია, რადგან ბავშვებისთვის ამის ახსნა შეუძლებელია. მისი თქმით, აუცილებელია მშობლებმა ბავშვებს დადებითი ემოციები აჩუქონ, როდესაც ისინი ახალი წლის მოლოდინში არიან.

დავით ქართველიშვილმა ახალ ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის იმ კადრების ჩვენება თუ როგორ ესვრიან აქციის მონაწილეები პიროტექნიკას პოლიციას მიუღებელი და საშიშია.

„თბილისის ნაძვის ხესთან დაკავშირებით გვესმის ფრაზა „რა დროს ეს იყო“ - ამას მე ჩემს პატარა შვილიშვილს ვერ ავუხსნი. ცუდი ტენდენციაა თუ ვინმე აყურებინებს ბავშვებს პიროტექნიკის გამოყენების ახალ ნაირსახეობას. ბევრი ტრაგიკული შემთხვევა გვახსოვს გასულ წლებში, როდესაც ბავშვები ეუბნებოდნენ მშობლებს თვალები დახუჭე, პირი გააღეო და პირში უდებდნენ ასაფეთქებელს. ეს არ არის სასაცილო, უამრავი ადამიანი დასახიჩრდა.

როდესაც პიროტექნიკას ადამიანს უშენ და ანახებ ბავშვს, რომ თურმე ამის გასროლა მარტო ზევით კი არა, ერთმანეთისთვის დამიზნებითაც შეიძლება, ეს არის უბედურება. ამიტომ, როდესაც „რა დროს ნაძვის ხეა“ კითხვა ისმის, პასუხია - დიახ, ნახვის ხეა იმიტომ, რომ ახალი წელი მოდის და ბავშვს უნდა ანახო დადებითი ემოცია. ისინი არიან თოვლის ბაბუას მოლოდინში და მათ უნდათ ამ ნაძვის ხესთან მისვლა. შენ ნუ მიხვალ, მაგრამ საკუთარი შვილისა და შვილიშვილისთვის ბავშვობის მოწამვლას თაობები ვერ გვაპატიებენ“,- აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.