"როდესაც პოლიტიკური პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს, ამას ერთადერთი ახსნა აქვს - დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, საზოგადოების წინაშე წარდგენის ეშინია" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

"როდესაც პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ამ პარტიას ეშინია წარსდგეს საზოგადოების წინაშე იმ რეიტინგული მოცემულობიდან და დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, რაც მანაც ძალიან კარგად იცის, რომ საზოგადოებაში აქვს," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც ამბობენ, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

მისივე თქმით, ოპოზიცია "გარე ძალების" დავალებების მიხედვით მოქმედებს და არაა გამორიცხული, მათი გადაწყვეტილება შეიცვალოს კიდეც.

"ისინი არ არიან დამოუკიდებელნი საკუთარ გადაწყვეტილებებში, იღებენ დირექტივებს სხვებისგან, ძირითადად, ქვეყნის ფარგლებს გარედან. ხვალ და ზეგ, თუ ისინი შეიცვლიან პოზიციას, ვითომ პრინციპულ გადაწყვეტილებას და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ამაშიც გასაკვირი არაფერი არ იქნება," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.