ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
ორმაგი სტანდარტი და რადიკალური ჯგუფების წახალისების მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი შვედეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ შვედეთში ინიციირებულ რეგულაციებსა და საქართველოში მიღებულ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს" შორის მკვეთრი განსხვავებაა.
დიპლომატიური მისია წერს, რომ შვედეთში საქმე ეხება ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებულ საქმიანობას, საქართველოში კი კანონი, რომელიც ნაჩქარევად მიიღეს, ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, როდესაც ექსტრემიზმს ებრძვის კონკრეტული ევროპული ქვეყანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლურ ორგანიზაციებს უნდა ებრძოლონ და ამასთან დაკავშირებით შედარებების გაკეთება არაადეკვატურია.
"არავის არ მიაჩნია ექსტრემიზმის და უკანონობის სიმბოლოდ "მაიდანი", პირიქით "მაიდანი" ცივილიზებულ სამყაროში მიჩნეულია თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. როდესაც ექსტრემიზმს ებრძვის კონკრეტული ევროპული ქვეყანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლურ ორგანიზაციებს უნდა ებრძოლონ. არაადეკვატურია შედარებების გაკეთება. კანონს ვინ იღებს და რა მიზნით იყენებს ამას აქვს მნიშვნელობა და არა კანონის ტექსტს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, საქართველოს მიზანი უნდა იყოს მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირთან და ნებისმიერი განცხადება, რომელი აზიანებს პარტნიორობას ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან და ხელისუფლებებთან, ხერგავს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას.
"შვედეთის ხელისუფლება და ზოგადად, დემოკრატიული საზოგადოება, ევროპული ქვეყნების გაერთიანება ყოველთვის, ათწლეულების განმავლობაში იდგა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერები არიან. ჩვენ ვართ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირთან და ნებისმიერი განცხადება, რომელი აზიანებს ჩვენს პარტნიორობას ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან და ხელისუფლებებთან, ცხადია ხერგავს საქართველოს გზას", - განაცხადა ლანა გალდავამ.