როდესაც არ აღიარებ მოსახლეობის არჩევანს და ლეგიტიმურ ხელისუფლებას მაშინ, რაში გამოიხატება სუვერენიტეტის პატივისცემა? მათთვის ღირებული არცერთია. ღირებულია მაშინ, როდესაც გამოიყენება რუსეთთან ქიშპობის ინსტრუმენტად - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

მოვუწოდებ, როგორც ამ ქვეყნებს, ასევე, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს კარგად გაიაზროს ის შედეგები, რაც შეიძლება ამ ნაბიჯებს მოჰყვეს და ის პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება მათ აიღონ თუ ეს მოწოდებები და აგრესიული პოლიტიკა განხორციელდება, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რითაც ბალტიის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს, ისევე როგორც ამ ქვეყნების ხელისუფლებებს საქართველო რუსეთთან ქიშპობისთვის სჭირდებათ.

„როდესაც არ აღიარებ მოსახლეობის არჩევანს და ლეგიტიმურ ხელისუფლებას მაშინ, რაში გამოიხატება სუვერენიტეტის პატივისცემა. რეალურად ეს არის სუვერენიტეტის უპატივცემულობა და უპატივცემულობა, როგორც სახელმწიფოსი, ისე მოსახლეობის. რაც არ უნდა ეცადონ მოსახლეობის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნას, რეალურად ფაქტია, რომ მათთვის ღირებული არ არის არცერთი. ღირებულია მაშინ, როდესაც ერთი ან მეორე გამოიყენება რუსეთთან ქიშპობის და დაპირისპირების ინსტრუმენტად. მე მოვუწოდებ, როგორც ამ ქვეყნებს, ასევე, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს კარგად გაიაზროს ის შედეგები, რაც შეიძლება ამ ნაბიჯებს მოჰყვეს და ის პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება მათ აიღონ თუ ეს მოწოდებები და აგრესიული პოლიტიკა განხორციელდება“, = განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.