ბათუმში, სიმაღლიდან არასრულწლოვანი გოგო გადმოვარდა და დაიღუპა
1750845975
ვხედავდით რა ხდებოდა სასამართლოებში - ოპოზიცია აწყობდა კლოუნადას. დოკუმენტის მიხედვით, არ იქნება ის შანტაჟი და ემოცია, რაც რაც ხდებოდა სასამართლო დარბაზებში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
„ვხედავდით რა ხდებოდა სასამართლოებში - ოპოზიცია აწყობდა კლოუნადას. ამ კონკრეტული [ცვლილებების] დოკუმენტის მიხედვით, არ იქნება დაშვებული გადაღება, თუ სპეციალური ნებართვა არ იქნება სასამართლოს მხრიდან, არ იქნება ის შანტაჟი და ემოცია, რაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა, რაც ხდებოდა სასამართლო დარბაზებში. ეს მისცემს სასამართლოს კანონის ფარგლებში მუშაობის საშუალებას“, - აღნიშნა ბერაძემ.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.