რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: მათ არ აინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მოსახლეობის ინტერესები, თვითმმართველობის არჩევნები, რადგან კანდიდატი ჯერ კიდევ არ შეურჩევიათ, პროგრამაც არ წარმოუდგენიათ

რიმა ბერაძე 

 მათ [ოპოზიციას] არ აინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მოსახლეობის ინტერესები, თვითმმართველობის არჩევნები, რადგან კანდიდატი ჯერ კიდევ არ შეურჩევიათ, პროგრამაც არ წარმოუდგენიათ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.

დეპუტატი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ გრიგოლ გეგელიამ დაადასტურა, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან ჩავიდნენ, რადგან არსებული ინფორმაციით, პარტიები საარჩევნო სიასა და კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

„მათ [ოპოზიციას] არ აინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მოსახლეობის ინტერესები, თვითმმართველობის არჩევნები, რადგან ჯერ კიდევ კანდიდატი არ შეურჩევიათ, პროგრამაც არ წარმოუდგენიათ და საერთოდ არ აინტერესებთ არჩევნების ბედი. მათი მიზანია, რომ როგორმე, ამ არჩევნებით ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ. ცდილობენ და ფიქრობენ იმას, რომ მოიყვანენ [ხელისუფლებაში] იმ ადამიანებს, რომლებიც გარედან იმართებიან და ზეწოლით, შანტაჟით, დესტაბილიზაციით გამოიწვევენ არეულობას ქვეყანაში“, - აღნიშნა ბერაძემ.