რეზო გაბრიაძის მეუღლე, ელენე (კროშკა) ჯაფარიძე გარდაიცვალა
1756980862
ცხადზე ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რაც ჩინეთთან კავშირების გაღრმავებასაც მოიცავს. საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე 2023 წელს შეთანხმდა, რის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მხარი დაუჭირა „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, რაც კოდური ტერმინია და ტაივანის ჩინეთთან გაერთიანებას მოიაზრებს. მხარეებმა თანხმობას მიაღწიეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და უვიზო რეჟიმის დაწესებაზე, - ვკითხულობთ გავლენიანი ონლაინ-გამოცემა Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ავტორი იან პრაუდი სტატიაში „შუა დერეფნის“ განვითარების თაობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩინეთი ზრდის ინვესტიციებს საქართველოში, რაც უფრო ფართო გეგმის, „შუა დერეფნის“ განვითარების ნაწილია, რათა რუსეთისა და სუეცის არხის გვერდის ავლით ევროპასთან ვაჭრობა გამარტივდეს. ივნისში, თბილისში გამართულ კონფერენციაზე ერთადერთი უცხოელი დიპლომატი, რომელიც სიტყვით გამოვიდა, ჩინეთის ელჩი გახლდათ. ამ ფაქტს უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ვიდრე საქართველოს სავარაუდო კავშირებს რუსეთთან“, - წერს სტატიის ავტორი.