„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ანზორ ბოლქვაძე აირჩიეს.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ანზორ ბოლქვაძეს მოადგილედ არჩევა მიულოცა და კომიტეტის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, ანზორ ბოლქვაძეს პარლამენტში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს და იგი არა მხოლოდ მაღალმთიანი აჭარის დელეგატს წარმოადგენს, ასევე აქტიურად არის ჩართული აჭარის რეგიონიდან გადაადგილებულ ეკომიგრანტების საკითხებში, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არიან განსახლებულნი.
სხდომაზე ირაკლი ქადაგიშვილმა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხზეც ისაუბრა. მან კომიტეტის ახალი წევრები - ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი და ზაურ დარგალი წარადგინა და აღნიშნა, რომ განახლებული შემადგენლობით, კომიტეტი საქმიანობას სრულყოფილად გააგრძელებს