1747980527
„რეალმა“ კარლო ანჩელოტის წასვლა ოფიციალურად გამოაცხადა

მადრიდის „რეალმა“ გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტის წასვლის შესახებ.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ 65 წლის სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
„კარლო ანჩელოტიმ და „რეალმა“ მიაღწიეს შეთანხმებას მთავარ მწვრთნელად მისი მუშაობის დასრულების შესახებ. კლუბს სურს გამოთქვას მადლიერება მადრიდული და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდის მიმართ.
ანჩელოტიმ ჩვენს კლუბს 123-წლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი აჩუქა და გახდა მწვრთნელი, ვისაც ყველაზე მეტი ტიტული მოუგია: სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, სამჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი და ორჯერ ესპანეთის სუპერთასი. საერთო ჯამში, 15 ტიტული ექვს სეზონში.
ხვალ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება „რეალის“ მწვრთნელის რანგში ანჩელოტის ბოლო მატჩი.
„რეალი“ მას და მის ოჯახს წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“, – წერია „რეალის“ განცხადებაში.