ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება - კვლევა
1740399240
რაც უფრო მეტად მარცხდება საქართველოში „დიფ სთეითი“, მით უფრო მძაფრი იქნება შემოტევები ევრობიუროკრატიისგან და ჩვენ ამ სიმძაფრის და მავნებლობის გადატანა კიდე მოგვიწევს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„USAID-იდან დაფინანსებები შეწყდა, ამ დაფინანსებების გადატანას ახლა ცდილობენ ევროპულ ფონდებზე და იქიდან საქართველოსთვის ძალიან ცუდი, მტრული, მავნებლური, შიდა აქტივობების დაფინანსებას და ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე „დიფ სთეითის“ გავლენა ევროპულ სტრუქტურებზე იქნება. ვინაიდან, „ დიფ სთეითმა“ საქართველოში არჩევნები წააგო, ისინი ცდილობენ ახლა რაღაც უწყვეტობა მაინც შეინარჩუნონ აქციების, თუმცა სიმძაფრეს ხედავთ რამდენად დასუსტებულია. ჩვენ ძალიან მოგვეხმარა ამერიკელი ხალხის არჩევანი. გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ჩვენ მაინც გავუძლებდით, თუმცა ახლა იქნებოდა უფრო მძაფრი შემოტევები, ვიდრე არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.