რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა - კახა კალაძე

კახა კალაძე

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში. აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.  - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალური მიდივანმა კახა კალაძემ, თელავში  "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, პროვოკაციას თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა:

"რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში. აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახან ვიხილეთ- საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით, წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია. თუმცა დღევანდელ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვერაფერი უშველის, რადიკალიზმი და ბოროტება განწირული იქნება მარცხისთვის. ამ პროვოკაციას, ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა ადრე თუ გვიან, რადგან ისტორია  ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს,"- აცხადებს კახა კალაძე.