საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1735155940
რატომ მივაფუჩეჩეთ ის ფაქტი, რომ ამათ მე მომწამლეს? დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? არ იცით რისთვის ვზივარ?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, გაურკვეველია, რა არის მისი დანაშაული.
„სხვა პარტიებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს სალომე ზურაბიშვილთან ერთად საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. ტყიბულში გაათავისუფლეს 150 მეშახტე, შიმშილისთვის გაწირეს. ჩვენი მოძრაობა ამას უნდა გამოეხმაუროს. მე გამოვხატავ სოლიდარობას ჩვენი პოლიტპატიმრების მიმართ, რომლებიც დაკავებულები არიან სრულიად უმიზეზოდ. მინდა, გთხოვოთ, გაიხსენოთ, რამხელა უსამართლობა ხდება ჩემს მიმართ. დღეს რუსულმა რეჟიმმა გამომიცხადა, რომ თურმე კორესპონდენციას ვეღარ მივიღებ, დღეს ადვოკატმა ვეღარ შემომიტანა ფეისბუქის ამონაბეჭდები. რუსები არიან, აბა რა არიან. ნავალნის არ უკეთებდნენ ასეთ რაღაცებს. რატომ მივაფუჩეჩეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მე მომწამლეს. დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი. ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? არ იცით რისთვის ვზივარ? თუ გავაგრძელოთ, რომ რაღაც მაინც ექნება მიქარულიო. რა არის ჩემი დანაშაული, რომ ჭაობიდან ამოვათრიე ქვეყანა? ვერ ხედავთ გუშინ შეიჭრა 100 ნიღბიანი და დაარბია კლუბი. 90-იან წლებში რომ გადაგიყვანეს, ვერ ხედავთ? უნდა გააგრძელოთ საუბარი, სისხლიანი ცხრა წელიო? რა სისხლიანი ცხრა წელი. რუსული პროპაგანდის კლიშეს ვინც იმეორებს, პირდაპირ არის „ქოცი“ და ბიძინაზე უარესი „ქოცი“. 90-იან წლებში დაგვაბრუნეს და იქიდან ამოვათრიეთ ეს ქვეყანა. ტყუილად ხომ არ ყვირიან ის კრიმინალი ტიტუშკები. რუსეთს და მიშას უპირისპირებენ ერთმანეთს. დღეს რატომ არ შემოუშვეს კორესპონდეცია? რადგან მთელ მსოფლიოსთან მაქვს მიმოწერა. ძალიან ბევრ მსოფლიო ლიდერთან ვმეგობრობ და მაქვს მიმოწერა. ამას მიჩერებენ. თვითონ აღარავინ ელაპარაკებათ. მინდა, ასევე ვუთხრა ბიზნესმენებს, რომლებიც ხმას არ იღებენ ჩემს პატიმრობაზე. ეს გამჭვირვალე გადასახადები, დაბალი გადასახადები, ეს ყველაფერი მე არ მოგეცით? იმის მერე რა მიიღეთ ახალი და უკეთესი? არანაირ არჩევნებზე წასვლას ესენი არ აპირებენ. ფიქრობენ, რომ ძალა აღმართს ხნავს, ძალა თუ აღმართს ხნავს, ძალა არის ხალხში. ამ ძალას უნდა დაორგანიზება, ერთ მუშტად შეკვრა და ამ მუშტმა უნდა ჩამოანგრიოს ეს მაფიოზური სისტემა. მაფიოზები ძალიან მშიშრები არიან“, – განაცხადა სააკაშვილმა.