1732817040
რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს არ აქვს უფლება სამართალდამცველებს რაიმეზე ელაპარაკოს, ეს არის სალომე ზურაბიშვილი - მან სამართალდამცველებზე მოძალადე ადამიანი შეიწყალა
თუ ვინმეს არ აქვს უფლება სამართალდამცველებს რაიმეზე ელაპარაკოს, ეს არის სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„სალომე ზურაბიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც სამართალდამცავებზე მოძალადე ადამიანი შეიწყალა. მან „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი ადამიანი შეიწყალა ზუსტად იმიტომ, რომ სამართალდამცველებზე ძალადობა წაეხალისებინა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.