რატი იონათამიშვილი: „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები არ შესულა. საუბარია მხოლოდ იმ რეაგირებაზე, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მაშინ, როდესაც მიზანმიმართულად ხდება კანონის დარღვევა

 რატი იონათამიშვილი

 რაც შეეხება კანონს, თქვენ იცით, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები არ შესულა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ის სტანდარტი, რაც არსებობს უცვლელია.

„რაც შეეხება კანონს, თქვენ იცით, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებები არ შესულა. ის სტანდარტი, რაც გვქონდა, უცვლელია და ეს სტანდარტი საკმაოდ მაღალია საქართველოში ბევრ ევროპულ ქვეყნებსაც რომ შევადაროთ. აქ საუბარია მხოლოდ იმ რეაგირებაზე, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მაშინ, როდესაც მიზანმიმართულად ხდება კანონის დარღვევა. რა თქმა უნდა, როდესაც კანონს არღვევს შეგნებულად ადამიანი, მან უნდა აიღოს ის პასუხისმგებლობაც, რომ კანონის წინაშე აგებს პასუხს და ამას პროპორციულად მოჰყვება რეაგირება კანონის მხრიდან, ვინაიდან ეს არის მიდგომა, რაც აუცილებელია სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

აქ რასთან გვაქვს საქმე, „აკაცუკების“ ჯგუფია შეკრებილი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ როგორც გვინდა ისე დავარღვევთ კანონს, ისე ვიძალადებთ უმრავლესობაზე და ხელი არავინ უნდა გვახლოს, პასუხი არავინ უნდა მოგვთხოვოს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისივე განცხადებით, უკრაინიზაცია ვერ მოახდინეს ქვეყნის და მერე ნეპალიზაცია უნდოდათ.

„ახლა ვერც ნეპალიზაცია გამოუვიდათ და კიდევ ვიღაცას ელაპარაკებიან აზრის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე. ეს ადამიანები სინამდვილეში არიან კოლექტიური ბურჭულაძეები და კოლექტიური ბურჭულაძეები საქართველოში წესრიგს ვერასდროს დაამყარებენ. ამ ადამიანების მზაკვრულ და მუხანათურ გეგმებს საქართველოში ახდენა არ უწერია იმიტომ, რომ საქართველო არის ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც სამართლებრივ პრინციპებს იცავს პირველ რიგში. მათი ზრახვები და მიზნები არ არის შეცვლილი. უბრალოდ, დღითი დღე სუსტდებიან საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე და ეს არის ფაქტი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.