რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის დაკავებაზე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური სინდიკატი, შესაბამისად ამ პარტიის წევრების მხრიდან კრიმინალური საქმიანობა საზოგადოებას ნამდვილად არ უკვირს

რატი იონათამიშვილი

ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური სინდიკატი, შესაბამისად ამ პარტიის წევრების, მით უმეტეს პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან კრიმინალური საქმიანობა საზოგადოებას ნამდვილად არ უკვირს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ცანავას დაკავებას.

„აქ საინტერესო არის ასევე, რომ ეს ბატონი ბრძანდება ნაციონალური მოძრაობის მსხვილი შემომწირველი და როგორც ჩანს, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით და ესეც არ გვიკვირს; საზოგადოებას შევახსენებ, რომ ნაციონალური მოძრაობა და რადიკალური ოპოზიცია არის ზუსტად ის კრიმინალური სინდიკატი, რომელიც იკვებება კეზერაშვილის თანხებიდან, რომელიც ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ევროპელ პენსიონერებს. ეს არის მთლიანად სახე ნაციონალური მოძრაობის, რადიკალური ოპოზიციისა და იმ ადამიანების, ვინც დღეს ებრძვიან და მტრობენ ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს იონათამიშვილი.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დააკავეს.