GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761933138
 
                                                                ფაქტია, რომ გერმანიის საგარეო უწყება იტყუება, ვინაიდან თვითონ ხაზარაძე აღიარებდა არა მხოლოდ იმას, რომ ფიშერი იყო მისი მდგმური, არამედ იმასაც, რომ გადასახადებს არ იხდიდა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
იგი გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ კონკრეტულ კითხვებზე გაცემულ პასუხებს გამოეხმაურა.
„ეს აჩენს იმის გონივრულ ეჭვს, რომ დასამალი იმაზე მეტი აქვს ამ უწყებას, ვიდრე ჩვენ წარმოდგენა გვქონდა და მეორე - ფაქტობრივად, ამ ყველაფრით გაურბის იმის აღიარებას, რომ ვენის კონვენციის დარღვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფიშერის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ფიშერის მიმართ მიცემული დავალებები იყო“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უარყო, რომ პეტერ ფიშერს მამუკა ხაზარაძისგან ბინა ჰქონდა ნაქირავები, თუმცა თავად ხაზარაძემ ფაქტი დაადასტურა და ჯარიმაც გადაიხადა.