რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის მოწოდებაზე: იმდენად უნდა რადიკალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ამის „გაპრავებისთვის“ ასეთი გზა მოიფიქრეს თავიანთ პატრონებთან ერთად

რატი იონათამიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის ავტორებიც ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ამ არჩევნებში მონაწილეობა დაფინანსების გამო სურს.

„იმდენად უნდა რადიკალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ამის „გაპრავებისთვის“ როგორც ჩანს ასეთი გზა მოიფიქრეს თავიანთ პატრონებთან ერთად. სინამდვილეში, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი მათ გამოუტანს იმ განაჩენს, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება. მხოლოდ ერთი ფაქტია - მათ ამ არჩევნებში მონაწილეობა უნდათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაფინანსება მიიღონ ბიუჯეტიდან“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.

კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.