9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757359661
რადიკალური ოპოზიცია ძალიან შეშინებულია ვინაიდან დეზინფორმაციისთვის და ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებისთვის არანაირი სივრცე არ დარჩებათ, - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიცია კარგად ხვდება, რომ სპეკულაციებისთვის სივრცე აღარ დარჩა.
„ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი აგებული აქვს სიცრუის პროპაგანდაზე. შესაბამისად, შემთხვევითი არ არის, რომ ეუთო/ოდირის მოწვევამ პანიკა და ისტერია გამოიწვია რადიკალურ ოპოზიციაში. ისინი ძალიან შეშინებულები არიან, ვინაიდან სინამდვილეში კარგად ხვდებიან, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები იქნება საბოლოო არჩევნები რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი სპეკულაციებისთვის. დეზინფორმაციისთვის და ასეთი ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებისთვის არანაირი სივრცე არ დარჩებათ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.