1793867915
რატი იონათამიშვილი: ერთ დღეს ვიგებთ, რომ „ნაცები“ ალიანსიდან წავიდნენ, მეორე დღეს ამბობენ, რომ გააგდეს და გარიცხეს, შეგვიძლია, ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულებისა და გაგდებულების ერთობა ვუწოდოთ
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ უსამშობლოებმა ერთმანეთი გარიცხეს, გაყარეს, თავად გაიქცნენ თუ რა გააკეთეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ერთ დღეს ვიგებთ, რომ „ნაცები“ ალიანსიდან წავიდნენ, მეორე დღეს ამბობენ, რომ გააგდეს და გარიცხეს. წასულებიც არიან და გარიცხულებიც, ერთდროულად. თუ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე არ იციან, ძალიან მალე გაიგებენ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ უსამშობლოებმა ერთმანეთი გარიცხეს, გაყარეს, თავად გაიქცნენ თუ რა გააკეთეს, რას გააკეთებენ და მანამდე რა გაუკეთებიათ. მანამდე რასაც აკეთებდნენ, საზოგადოებამ კარგად იცის, როგორი მიუღებლები არიან საქართველოსთვის. შეგვიძლია, ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულებისა და გაგდებულების ერთობა ვუწოდოთ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.












