რომში ისტორიული კოშკის ნაწილი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
1762190654
ხაზარაძე რომ აპროტესტებს 6 მილიარდიან ინვესტიციას, ეს უკვე ანეკდოტი არის. სინამდვილეში შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ვთქვათ, რომ ეს არის ამორალური საქციელი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, მამუკა ხაზარაძის მიერ EMAAR-ის 6,5 მლრდ-იან ინვესტიციასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შეფასებისას.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ბოდიშს უნდა უხდიდეს საზოგადოებას.
„თუ რამეზე აქვს მას უფლება, რომ საუბრობდეს, პირველ რიგში ბოდიშს უნდა უხდიდეს საქართველოს და ჩვენს სახელმწიფოს, როდესაც ის ჯერ მიზანმიმართულად აგდებდა ანაკლიის პროექტს, ხოლო შემდეგ საქართველოს უჩიოდა საერთაშორისო არბიტრაჟებში და იქაც აგებდა ამ საქმეებს. აქედან გამომდინარე, ამ წაგებული საქმეების შემდეგ მითუმეტეს ერთადერთი, რაზეც მას საუბრის უფლება აქვს, ბოდიში მოუხადოს ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ ლიდერი და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები EMAAR ჯგუფის და საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ გამოდიან. მამუკა ხაზარაძე ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საქართველოში არაბიზაცია იწყება.