დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოახლოებული არჩევნების საკითხზე საუბრისას. მისი თქმით, არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორისაა და შეუძლებელია, რომ საზოგადოებამ ბოროტება აირჩიოს.
„ეს არჩევანი არის მარტივი, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ის უალტერნატივოა. როდესაც არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებობს, შეუძლებელია ვინმემ აირჩიოს ბოროტება; შეუძლებელია როდესაც არჩევანი არსებობს ავტოკრატიულ წარსულსა და დემოკრატიულ განვითარებას შორის, ვინმემ ავტოკრატიულ წარსულ მისცეს ხმა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. სულ 3031 უბანი გაიხსნება და მათ შორის 2 263-ზე კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართება.