ირანმა კატარში განლაგებული ამერიკული ავიაბაზის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
1750697563
პოლიტოლოგი, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლითაც ცნობილი იქნა, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ექსპერტის თქმით, დიდი ალბათობით, მიშასავე ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით დაფინანსებული ევრობიუროკრატი მექრთამე-ლობისტებისაგან წამოვა ახლა საპროტესტო ფირმანები ლოზუნგით: "გაათავისუფლეთ დემოკრატიის მზეთუნახავი შუქურაო".
„რასაც აგერ ნოემბრიდან მოყოლებული ქუჩებში გაჰყვირიან მიშა სააკაშვილის მომხრეები : "არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა" აღსრულდა. მათ ბელადს, 9 მილიონიანი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დიდი ალბათობით, მიშასავე ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით დაფინანსებული ევრობიუროკრატი მექრთამე-ლობისტებისაგან წამოვა ახლა საპროტესტო ფირმანები ლოზუნგით: "გაათავისუფლეთ დემოკრატიის მზეთუნახავი შუქურაო".
მაგრამ პასუხი მტკიცე და შეუვალი აქვს ქართულ თემიდას. ვინაიდან თავად მიშასვე მომხრეების მოთხოვნის: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" აღსრულება მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით.
მართლაც ძვირი დაუჯდა ყოფილ პრეზიდენტს პრეზიდენტობისას დოქტორ დოტთან, ქსენიასთან, ლიზასთან, სოფოსთან...ბიუჯეტის ხარჯებით გრიალ-სიამოვნება, როგორც ფულადი თანხებით ისე სამართლებრივად“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.