მტკვარში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭის მეუღლე ემოციურ კადრებს აქვეყნებს
1747337752
ყველამ იცოდეს, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც კანონებით იმართება, შესაბამისად, როცა კანონის მოთხოვნაა და მას არღვევ, რეაგირება იქნება, გვარამია და მელია ძალით „უშიშარი მებრძოლები “არიან. მათი მუქარები გვახსოვს, რომ გირაოს არ გადაიხდიდნენ, თუმცა გადაიხადეს, თქვეს, პარლამენტში არ შემოვალთ და 2020-ის მოწვევის დროს ძლივს გავაგდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, რადიკალური ოპოზიციის სიტყვა ფუჭია.
„თავის მიმდევარს გადაახდევინებენ და იტყვიან, მე კი არა, იმან გადაიხადაო. სინამდვილეში იციან, რომ გირაოს გადახდა მოუწევთ, რადგან მშიშრები არიან. ეს იქიდან გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები გააბრიყვეს და თავად ჩირგვებში არიან. ახალგაზრდებს ვაფრთხილებდით, რომ ამათ თავს ნუ გამოაყენებინებდნენ. თავად დაკავებულები არიან და მათ შორის რომელიმე ლიდერს ხედავ? – ამათი წესია, სხვები გამოიყენონ და თავად თბილად იყვნენ“, – განაცხადა ზარქუამ.