ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია, ვიდრე არჩევნებამდე იყო, ამას მარტივი მიზეზი აქვს, ამ ადამიანებმა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია დეზინფორმაციასა და ტყუილზე ააგეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ ქართველი ხალხის მხრიდან ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნიეს და ახლა საკუთარ მცირერიცხოვან ამომრჩეველთან სასაუბრო აღარაფერი აქვთ.
„ახლა ცდილობენ, რომ ეს ტყუილი და დეზინფორმაცია რაც შეიძლება დიდხანს აცოცხლონ. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და აგენტურული ოპოზიცია იყო ასაკრძალი და ეს ქართული დემოკრატიისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამას თვითონ საკუთარი ქმედებებით ახორციელებენ. კარგია, რაც ახლა ხდება. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, მათ პარლამენტში შემოსვლა უნდათ და ამაზე ოცნებობენ კიდეც. ეს წინა არჩევნების შედეგმაც გვაჩვენა. რა თქმა უნდა, მათ იგივე წრეზე უნდათ სიარული, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესიც კი იქნება, თუ ასეთი უთავმოყვარეო და გაკოტრებული ოპოზიცია არც პარლამენტში იქნება, არც პოლიტიკაში და არც სხვაგან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.