რადიკალური ჯგუფი ჩვენ ხელს გვიშლიდა ვიზალიბერალიზაციის მოპოვებაში, ხელს გვიშლიდა კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ამაზე თვითონ საუბრობდნენ ერთმანეთზე და ერთმანეთს ხელს ადებდნენ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

რადიკალური ჯგუფი ჩვენ ხელს გვიშლიდა ვიზალიბერალიზაციის მოპოვებაში, ხელს გვიშლიდა კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ამაზე თვითონ საუბრობდნენ ერთმანეთზე და ერთმანეთს ხელს ადებდნენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

„არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც კონკრეტულ პირებზე სანქციების დაწესებაში არიან ჩართული, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული არის ღია და ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ არასახელმწიფოებრივად იქცევიან ისინი უკვე მრავალი წელია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მოღალატეა. ეს შეფასება ოპოზიციის აღიარებას მოჰყვა, ოპოზიციის უმრავლესობა ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. განცხადებები გაკეთდა „ლელოდან“. აღიარება მოვისმინეთ თინა ხიდაშელისგანაც. სანქციებსა და ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე კითხვას იცილებს „ნაციონალური მოძრაობა“.