რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით, მილევადია პროტესტი, საბოლოოდ, ქვეყანა მშვიდ ვითარებაში გადაინაცვლებს და ასე შევხვდებით საახალწლო დღესასწაულს - დავით მათიკაშვილი

 დავით მათიკაშვილი

რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით, მილევადია პროტესტი, საბოლოოდ, ქვეყანა მშვიდ ვითარებაში გადაინაცვლებს და ასე შევხვდებით საახალწლო დღესასწაულს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს.

„სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური. ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით. მან უკვე იმდენი შეძლო, დაეზიანებინა საკუთარი ქვეყანა, რომ გასაკვირი არაფერია. ერთია რას ცდილობს ზურაბიშვილი, მეორე – რა არის რეალობა და მოცემულობა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მობრძანდება საქართველოში და ხვდება ქვეყნის ოფიციალურ პირებს; ქვეყანას არჩეული ჰყავს პრეზიდენტი და უკვე ველოდებით მის ინაუგურაციას. არც ლეგიტიმაციის არანაირი პრობლემა აღარ დგას, რაზეც დიდი სურვილით მიისწრაფოდა მთელი რადიკალური ოპოზიცია თავისი მედროშე ზურაბიშვილით. დღეს ფაქტობრივად, რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით. როგორც ზურაბიშვილის გამოსვლა, ასევე რადიკალების ქცევა საქართველოში, მილევადია ის პროტესტიც. საბოლოოდ, ქვეყანა მშვიდ ვითარებაში გადაინაცვლებს და ჩვენ ასე შევხვდებით საახალწლო დღესასწაულს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.