რადიკალები უფრო თამამები და აქტიურები არიან საკუთარ მედიებთან და სოც-ქსელებში - მათ საქართველოს მოსახლეობისთვის პირისპირ პასუხის გაცემა უჭირთ - მაია ბითაძე

მაია ბითაძე

რადიკალები უფრო თამამები და აქტიურები არიან საკუთარ მედიებთან და სოც-ქსელებში - პირდაპირი პასუხის გაცემა საქართველოს მოსახლეობისთვის უჭირთ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. იგი ამგვარად გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე არ ჩავიდა.

„კარგად თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ რადიკალები უფრო თამამები და აქტიურები არიან საკუთარ მედიებთან და სოც-ქსელებში. მაშინ, როცა საქმე საქმეზე მიდგება და მათ პირისპირ უნდა გასცენ პასუხი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, მათ ეს უჭირთ“,- აღნიშნა ბითაძემ.

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია კახეთში საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე არ ჩავიდა. მიზეზი სავარაუდოდ, გვარამიას შეურაცხმყოფელ განცხადებებზე კახელების მოსალოდნელი რეაქციაა. „ქრონიკის“ კითხვებს გვარამიას თანაპარტიელები გაურბიან, ნიკა მელია, კი ისე გაღიზიანდა, რომ „იმედის“ ჟურნალისტს ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი საჯარო ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.