"ქვეყანაში არსებითი მნიშვნელობის მატარებელი არის ხელისუფლების იძულება, დანიშნოს ახალი არჩევნები, სწორედ ამას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი" - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც რევოლუციაზე და მოქმედებების გააქტიურებაზე ისაუბრა, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ყოველი გატარებული დღე რუსთაველის გამზირზე, ასუსტებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას.

"ამ ქვეყანაში არსებითი მნიშვნელობის მატარებელი არის ხელისუფლების იძულება, დანიშნოს ახალი არჩევნები. სწორედ ამას გულისხმობდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ყოველი გატარებული დღე რუსთაველის გამზირზე, ასუსტებს ქართული ოცნების ხელისუფლებას. 20 იანვრამდე, ვნახოთ გაძლებაზე რომელი ძალა ვართ, ჩვენ თუ ისინი. მე მგონია, რომ ისინი არიან გაძლებაზე", - აცხადებს ლევან სანიკიძე.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია მშვიდობიანი პროტესტის ძირის გამოთხრის მცდელობაზე საუბრობს.

"მშვიდობიანი პროტესტისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ხალხი რომელიც მშვიდობიანად იცავს ქვეყნის კონსტიტუციას, ამის რევოლუციური სცენარები თუ მაიდნის სცენარები არის ის ინტერესი, რომელიც უპირისპირდება მშვიდობიან პროტესტს", - აცხადებს თეონა აქუბარდია.