ქუთაისსა და ბათუმში რამდენიმე ადამიანმა არჩევნების შედეგები გააპროტესტა

ქუთაისი

ქუთაისსა და ბათუმში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. აქციაზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. მათ ადგილზე საქართველოს ეროვნული დროშა მიიტანეს. აქცია მალევე დასრულდა.

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

თუმცა, შეგახსენებთ, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნები აღიარა. ამ თემაზე კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა ისაუბრა. „მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა მან.