ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საკრებულო

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 117,097.80 მილიონი ლარით დაამტკიცა.

ასევე 2025 წელს ქუთაისს პრემიერის ინიციატივით 40 მილიონი ლარი გადაეცემა, აღნიშნული თანხით კი ყველა ის პროექტი განხორციელდება, რომელიც ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად იყო დასახელებული.

მომდევნო წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისს ასევე, პირველ ეტაპზე ტრანშის სახით 14 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაუფინანსდება.