გაზმომარაგება 20 000 აბონენტს შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები და აღდგენის დრო
1777402711
იუსტიციის სამინისტროში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში პარტნიორობის ფარგლებში ექსპერტთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნა.
მინისტრის მოადგილემ მიგრაციის მართვის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის როლს არალეგალური მიგრაციის პრევენციის, თავშესაფრის პროცედურების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მმართველობის გაძლიერების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა და შვეიცარიულმა მხარეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს მიგრაციის გამოწვევები, თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული წინადადებები და სამომავლო გეგმები. ორ ქვეყნას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიგრაციის სფეროს ექსპერტთა დისკუსიები 2022 წლიდან რეგულარულად იმართება. წლევანდელ რიგით მე-4 შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის; საგარეო საქმეთა; შინაგან საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, აგრეთვე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები.