„ქართული ოცნების“ წევრები: გახსენით-ვაწერთ, შანტაჟის გარეშე, ღირსებით ევროპისკენ

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ წევრები სოციალურ ქსელში აზიარებენ ბანერს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს თუ გაუხსნის, მმართველი პარტია ხელს მოაწერს.

„გახსენით-ვაწერთ. შანტაჟის გარეშე, ღირსებით ევროპისკენ“, – წერია გამოქვეყნებულ ბანერზე.

აღნიშნული ბანერი „ქართული ოცნების“ არაერთმა წევრმა გააზიარა.