1756885496
„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
ზურაბ აბაშიძემ, „ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, დავით კირკიტაძესთან და მთაწმინდის რაიონის დელეგატ დავით კაჭარავასთან ერთად, ალექსი მესხიშვილის, თაბუკაშვილის, ლაღიძისა და ბროსეს ქუჩების მცხოვრებლებთან მოახლოებული არჩევნების შესახებ ისაუბრა და რაიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
საუბარი შეეხო მთაწმინდის რაიონში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.