"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
დელეგატმა დაათვალიერა აფრიკის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩაზე ხეივნის მოწყობის სამუშაოები. ქუჩაზე გზის გასწვრივ, სადაც მოსახლეობას ავტოფარეხები ჰქონდა მოწყობილი, კილომეტრამდე სიგრძის რეკრეაციული სივრცე კეთდება, რომლის 70% უკვე დასრულებულია და დანარჩენიც წლის ბოლომდე მოეწყობა. პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. ამავე სივრცეში მოეწყო სპორტული მოედანი.
სოფელ წინუბანში ვარლამ ლიპარტელიანი გაეცნო შიდა გზების დაგების სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ ასფალტის საფარი იგება ისეთ ქუჩებზე, სადაც ეს არასდროს მომხდარა.
ე.წ. სამხედრო დასახლებაში დელეგატმა დაათვალიერა ფერდის გამაგრებითი და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ სამხედრო დასახლება წვიმის დროს აღარ დაიტბორება, რაც დასახლების მცხოვრებთათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.