„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ავლაბრისა და ნავთლუღის მოსახლეობას შეხვდა, - ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე დელეგატი მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ გუნდის პრიორიტეტებზე ესაუბრა. ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ უბნებში მცხოვრებთ აწუხებთ და შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.